
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მტკიცებულებები გამოიკვლიეს. გამოძიების ინფორმაციით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება ხუთ გრამამდე "მდმა" ამოიღეს.
თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.