18 მარტი 2025,   15:09
ვრცლად
"იარაღი უნდა დადუმდეს, სისასტიკე და დივერსია უნდა შეწყდეს, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ - ესაა ყველა ის პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს" - მაკრონი

"პრეზიდენტ ზელენსკის ეყო გამბედაობა, დათანხმებოდა ამერიკულ წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა რუსეთის ჯერია, დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა", – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, რომ დროა, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას პარტნიორებთან ერთად.

"იარაღი უნდა დადუმდეს, სისასტიკე და დივერსია უნდა შეწყდეს. [რუსეთში] დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ - ეს არის ყველა ის პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი ამ საქმის ერთგულია.

ახლა ჩვენ, პარტნიორთან ერთად, წინ უნდა წავიდეთ, რათა წარმოვადგინოთ კონკრეტული სამშვიდობო გეგმა - სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს; სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში; სამშვიდობო გეგმა, რომელიც ხელს უშლის რუსეთს ხელახლა შეტევაში", - წერს მაკრონი.

დღის ამბები