18 მარტი 2025,   21:23
ვრცლად
სამგზავრო თვითმფრინავი კარიბის ზღვაში ჩავარდა - დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, ცნობილი მომღერალი

Lanhsa Airlines-ის თვითმფრინავის კარიბის ზღვაში ჩავარდნის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ცნობილი ჰონდურასელი მუსიკოსი აურელიო მარტინესია. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჰონდურასის კუნძულ როატანიდან აფრინდა და მალევე, კარიბის ზღვაში ჩავარდა.

სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლის, კარლოს პადილას განცხადებით, "თვითმფრინავმა ასაფრენი ბილიკის მარჯვნივ მკვეთრად მოუხვია და წყალში ჩავარდა".

ჰონდურასის სახანძრო სამსახურის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 5 გადარჩა. ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. პოლიციის განცხადებით, თვითმფრინავში 15 მგზავრი, 2 პილოტი და ბორტგამცილებელი იმყოფებოდა.

სამართალდამცველების განცხადებით, ავიაკატასტროფა, დიდი ალბათობით თვითმფრინავის მექანიკური გაუმართაობის გამო მოხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები