19 მარტი 2025,   02:16
ვრცლად
გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებული ძმები დამნაშავედ ცნო

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებული ძმები დამნაშავედ ცნო. მათ 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

გამოძიების ინფორმაციით, 1 სექტემბერს, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

დღის ამბები