19 მარტი 2025,   02:17
ვრცლად
"ამ კანონის მიზანი არ არის, რომ უცხოური გავლენებისგან დაიცვას ქცეყანა" - პაატა მანჯგალაძე ამერიკული "ფარას" ქართულ ანალოგზე

პარლამენტი დღეს, მეორე მოსმენით კენჭს უყრის ამერიკული "ფარას" ქართულ ანალოგს. სესიაზე პროექტი უკვე განიხილეს. დოკუმენტი 16 გვერდიანია და მასში გაწერილია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე სადამსჯელო ღონისძიებები კანონის დარღვევისთვის. ოპოზიციაში ინიციატივას არ ეთანხმებიან:

"ეს კანონები იმიტომ კი არ იქმნება, რომ სახელმწიფო და სამოქალაქო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს, არამედ იქმნება იმისათვის, რომ როგორმე პროტესტი ჩაახშოს ხელისუფლებამ. ვერც ამერიკული, ვერც ბრიტანული და ვერც ევროპული კანონი იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო და ინსტიტუციები არ არსებობს, ვერ იმუშავებს სრულფასოვნად," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე.

"სტრატეგის აღმაშენებელის" გენერალური მდივნის, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით კი - "ამ კანონის მიზანი არ არის, რომ უცხოური გავლენებისგან დაიცვას ქცეყანა".

დღის ამბები