20 მარტი 2025,   00:36
ვრცლად
"გლობალური ომის პარტიის, ლიეტუვის წარმომადგენელი ხვდება გლობალური ომის პარტიის საქართველოს წარმომადგენელს, განსაკუთრებული სამწუხაროდ, არაფერი ხდება" - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისში ვიზიტს ეხმაურება, რომელიც ჯერ ყოფილ პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა.

მაჭარაშვილის შეფასებით, ეს არის მორიგი დასტური იმისა, რომ "გლობალური ომის პარტიის, ლიეტუვის წარმომადგენელი ხვდება გლობალური ომის პარტიის საქართველოს წარმომადგენელს."

"ლიეტუვის საგარეო საქმეთა შეხვედრა კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან" არის მორიგი დასტური იმისა, რომ გლობალური ომის პარტიის, ლიეტუვის წარმომადგენელი ხვდება გლობალური ომის პარტიის საქართველოს წარმომადგენელს. განსაკუთრებული, სამწუხაროდ, არაფერი არ ხდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ეს წინა წელსაც, როდესაც იყო აქციები, სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდის და მოწოდებებს აკეთებს, გასაგებია უკვე ვისი წარმომადგენელია და რა სურს საქართველოს სახელმწიფოსთვის.

ჩვენ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისთვის, ბალტიისპირა ქვეყნებს, სამწუხაროდ, ეს ახასიათებთ და თქვეს კიდეც, რომ მათ ურჩევნიათ უკრაინაში იყოს ომი, საქართველოში იყოს ომი და ბალტიისპირა ქვეყნებში იყოს ამის ხარჯზე მშვიდობა," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ის გასულ წელს ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობაც დატოვა.

დღის ამბები