18 მარტი 2025,   14:53
ვრცლად
სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ - თეთრი სახლის პრესმდივანი

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში, - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.

კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, რომ ტრამპს ამ საკითხის მოგვარება სურს.

"პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი, რომ ეს საკითხი მოაგვაროს", - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ ხვალ მისი სატელეფონო საუბარი პუტინთან კარგად არ წარიმართება, ლევიტმა განაცხადა: ეს ის საკითხია, რომელიც პრეზიდენტმა განიხილა და, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ამის გაკეთებას აპირებს.

დღის ამბები