19 მარტი 2025,   02:17
ვრცლად
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღეს მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ. პროცესს გიორგი ახობაძეც ესწრებოდა, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები