18 მარტი 2025,   21:30
ვრცლად
"ამ ყველაფერს როცა ცდილობენ, რომ პოლიტპატიმრობა დაარქვან და კიდევ უარესი, დაუკავშირონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას, სწორედ ეს არის ტყუილების მანქანა" - დავით მათიკაშვილი მზია ამაღლობელზე

"ამ ყველაფერს როდესაც ცდილობენ, რომ პოლიტპატიმრობა დაარქვან და კიდევ უარესი - დაუკავშირონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას, სწორედ ეს არის ტყუილების მანქანა, მექანიზმი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, დღემდე რადიკალური ცალკეული წრეების და მათი რუპორი მედიასაშუალებების მხრიდან არსებობს და სიმართლე უნდა დაერქვას ყველაფერს", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, მზია ამაღალობელის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პოლიციელზე თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულია.

"მთელმა საზოგადოებამ იხილა მცდელობა ამ ქალბატონის მხრიდან, რომ ფაქტობრივად სახელმწიფოს მდგრადობას შექმნოდა საფრთხე, მაშინ, როდესაც ის სახალხოდ და თუნდაც არა სახალხოდ, ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უბრალოდ ეს მთელმა საზოგადოებამ იხილა, როგორ თავს დაესხა ის პოლიციელს და ხელი გაარტყა პოლიციის მაღალჩინოსანს. ამ ყველაფერს როდესაც ცდილობენ, რომ პოლიტპატიმრობა დაარქვან და კიდევ უარესი - დაუკავშირონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას, სწორედ ეს არის ტყუილების მანქანა, მექანიზმი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში დღემდე რადიკალური ცალკეული წრეების და მათი რუპორი მედიასაშუალებების მხრიდან არსებობს და სიმართლე უნდა დაერქვას ყველაფერს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაიწყო სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

დღის ამბები