18 მარტი 2025,   21:30
ვრცლად
"ყველას მოუწევს გარედან მიღებული თანხების ღიად გამოქვეყნება" - დავით მათიკაშვილი

დღეს, პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს უყრის ამერიკული ფარას ქართულ ანალოგს. სესიაზე პროექტი უკვე განიხილეს. დოკუმენტი 16 გვერდიანია და მასში გაწერილია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე სადამსჯელო ღონისძიებები კანონის დარღვევისთვის. ოპოზიციაში ინიციატივას არ ეთანხმებიან.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ქართული კანონი ამერიკული ფარას სიტყვა სიტყვით ნათარგმნი ვერსიაა და მის მიღებას ალტერნატივა არ აქვს. მიზანი კი გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებაა, რაში იხარჯება ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოსული ფული.

"გავლენის გამჭვირვალობის კანონმდებლობა უზრუნველყოფს საქართველოს სუვერენიტეტის და მისი მდგრადობის გაძლიერებას, რამეთუ უცხოეთიდან შემოდინებული თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვა, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მხრივ კონკრეტულ პრობლემებს უქმნის საქართველოს და ამ პრობლემებს უქმნიდა თავის დროზე შეერთებულ შტატებს. ყველას მოუწევს გარედან მიღებული თანხების ღიად გამოქვეყნება, ამ ვალდებულების თავიდან არიდების შემთხვევაში ისინი ისეთივე სიმკაცრით დასანქცირდებიან, როგორც ეს გათვალისწინებულია "ფარას" ამერიკულ კანონმდებლობაში," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები