19 მარტი 2025,   05:57
ვრცლად
"პატარა კაცი არ არის, დიდი კაცია" - გიორგი ვაშაძე ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისში შეხვედრებს მართავს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჯერ ყოფილ პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.

"ფანტასტიური შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ ყველაფერი, ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რაც ახლა აქვს ჩვენს სახელმწიფოს და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას ერთობლივად," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.

კითხვაზე თუ რა სტატუსით არის ჩამოსული საქართველოში გაბრიელიუს ლანდსბერგისი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის "დიდი კაცია და სერიოზული კონტაქტები აქვს":

"მთავარია, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისგან კარგი რჩევების მოსმენა, რომელიც ჩვენ მოგვეხმარება ევროპულ სარბიელზე მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი. ზოგადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ როგორც ახალ არჩევნებს, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. საქართველოს კარგი მეგობარია და სერიოზული კონტაქტები აქვს, პატარა კაცი არ არის, დიდი კაცია,"- აღნიშნავს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები