18 მარტი 2025,   15:45
ვრცლად
თეთრი სახლის პრესმდივანი გლუკსმანის განცხადებაზე: ამ დაბალი დონის ფრანგ პოლიტიკოსს შევახსენებდი, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, ფრანგები ახლა გერმანულად რომ არ საუბრობენ

"დაბალი დონის ფრანგი პოლიტიკოსი" - ასე მოიხსენია თეთრი სახლის პრესმდივანმა ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი, როდესაც ჟურნალისტმა მისი განცხადების შეფასება სთხოვა.

"ჩემი რჩევა ამ დაბალი დონის ფრანგი პოლიტიკოსისთვის იქნება იმის შეხსენება, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ. ამიტომ ისინი ძალიან მადლიერნი უნდა იყვნენ", - განაცხადა კაროლინ ლევიტმა.

იქამდე, გლუკსმანმა თქვა, რომ "ამერიკამ თავისუფლების ქანდაკება უნდა დააბრუნოს, რადგან ის აღარ არის დემოკრატიული ღირებულებების ერთგული".

 

დღის ამბები