18 მარტი 2025,   14:06
ვრცლად
"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებების გამო" - კაია კალასი საქართველოზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო. განცხადება კალასმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავენ.

"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებების გამო. ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც ჩადის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ", - განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასის კომენტარი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასეს "ქართულ ოცნებაში", სადაც ევროკომისრის განცხადებას დაუსაბუთებელი და არგუმენტებს მოკლებული უწოდეს.

დღის ამბები