18 მარტი 2025,   20:18
ვრცლად
"ეს ხომ არ არის მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედების თემა, ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ სახელმწიფოში არ არსებობს არც პოლიცია, არც წესრიგი" - გიორგი ვოლსკი მზია ამაღლობელის საქმეზე

"ქართულ ოცნებაში" მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურებიან. მათი თქმით, საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს, საქმეზე კი გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

"ეს ხომ არ არის მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედების თემა, ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ სახელმწიფოში არ არსებობს არც პოლიცია, არც წესრიგი და ეს არის მოწოდება იმისკენ, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც მას უჭერს მხარს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ეს განცდა უკანონობისა და ყოველგვარი წესების არარსებობისა დაამკვიდროს ქვეყანაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

რასაკვირველია, კონკრეტულ დანაშაულზე როცა ვლაპარაკობთ, ევროსტანდარტიც უნდა მოვიგონოთ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ვერავინ გაბედავს ვერც ქალი და ვერც კაცი, ვერც ახალგაზრდა და ვერც ხანში შესული პოლიციელს შეეხოს", - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაიწყო სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

დღის ამბები