18 მარტი 2025,   14:49
ვრცლად
4 წელი და 6 თვე საზღვრის უკანონო კვეთისთვის - მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ კიდევ ერთ საქმეზე ცნო და საერთო ჯამში 12 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა

4 წელი და 6 თვე საზღვრის უკანონო კვეთისთვის. მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

4 წელს დაემატა 8 წლიანი სასჯელი, რომელიც სასამართლომ ექსპრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შეუფარდა და საბოლოო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა. კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვაზე ექსპრეზიდენტმა კვლავ უარი განაცხადა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

 

 

 

 

 

დღის ამბები