18 მარტი 2025,   12:15
ვრცლად
პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა საქართველოს პრეზიდენტმა. ცერემონია, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.

პრეზიდენტმა ქართველ ფალავნებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები