10 მარტი 2025,   20:26
ვრცლად
"დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას" - შალვა პაპუაშვილი

არჩევნებს რაც შეეხება, სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დადგება ოქტომბერი და ყველა მათგანი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

"რაც შეეხება ჩვენს მარიონეტულ ოპოზიციას, რომელიც ხედავთ, რომ სრულად გარედან იმართება, ამ დღეებშიც ვაკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები. ვხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ამიტომ არჩევნებს, რაც შეეხება, რა თქმა უნდა აქაც, სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები.

დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკოს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია, მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყავლაშვილი დანიშნავს", - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები