10 მარტი 2025,   20:35
ვრცლად
იძულებულია გადაიხადოს, სახელმწიფო ბიუჯეტმა უშველებელი რესურსი ჩადო და პროექტის შემსრულებელმა ფაქტობრივად არაფერი, ქვეყანას სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი მიაყენა - გია ვოლსკი ხაზარაძის მიერ გადახდილ თანხაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი განცხადებით, ხაზარაძე იძულებული იყო, რომ გადაეხადა თანხა, რადგან სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა.

მისი განმარტებით, ხაზარაძემ ქვეყანას სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი მიაყენა, ვინაიდან წლების განმავლობაში ანაკლიის პორტის თემა ვერ განვითარდა.

"იგი იძულებულია, რომ გადაიხადოს. სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა იმით, რომ სახელმწიფომ დახარჯა არაერთი მილიონი დოლარი იმ ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ანაკლიის პორტის და მისი შემოგარენის განვითარება ჰქვია.

სახელმწიფო ბიუჯეტმა უშველებელი რესურსი ჩადო ამაში და პროექტის შემსრულებელმა ფაქტობრივად არაფერი. ქვეყანას სერიოზული პოლიტიკური ზარალი მიაყენა და უშველებელი ეკონომიკური ზარალი მიაყენა, ვინაიდან წლების განმავლობაში ეს თემა ვერ განვითარდა, საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო რესურსი არ იქნა ამოქმედებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები