10 მარტი 2025,   20:23
ვრცლად
"ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და სანამ არსებობს პოლიტიკური პარტია, ვიცით, რომ მან არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა" - იაგო ხვიჩია

"როდესაც პარლამენტზე უარი თქვი, აირჩიეს ბოიკოტის ეს ფორმა და მერე ქუჩაში წინ და უკან სიარული, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში რა გინდა?!" - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გირჩში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

"ჩვენი გეგმები არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენი ძვირფასი კოლეგები რას იზამენ, რას იტყვიან ან შეიცვლიან თუ არა აზრს. ჩვენ უბრალოდ მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ საკუთარი სიტყვის ერთგული და რომ იძახიან არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, არ მიიღონ. ისედაც არ არის რელევანტური, როდესაც პარლამენტზე უარი თქვი, აირჩიეს ბოიკოტის ეს ფორმა და მერე ქუჩაში წინ და უკან სიარული, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში რა გინდა?!

ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და სანამ არსებობს პოლიტიკური პარტია, ვიცით, რომ მან არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები