
უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიერი გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ხაზარაძემ პირდაპირ აღიარა, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პორტის პროექტი.
"რა თქმა უნდა, ეს გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ პირდაპირ აღიარა, რომ მან ჩააგდო ეს პროექტი. როდესაც მან საქართველოში წააგო სასამართლო პროცესები, საქართველოს უჩივლა პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში და როდესაც არ დაუკმაყოფილა სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლომ, შემდეგი რაღაც გამოიკვეთა. მას რომ საქართველოს წინააღმდეგ დავა მოეგო, თავის ჯიბეში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი და ამის სანაცვლოდ, პარიზის საარბიტრაჟომ მას დააკისრა 650 000 დოლარის გადახდა ჩვენი ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, ამით ყველაფერი ნათელია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.