10 მარტი 2025,   20:31
ვრცლად
ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი, რძის პროდუქტები და შაქარი დიდ ბრიტანეთში გაყიდვაში დაახლოებით 2 წელიწადში იქნება

ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი, რძის პროდუქტები და შაქარი დიდ ბრიტანეთში გაყიდვაში დაახლოებით 2 წელიწადში იქნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სურსათის სტანდარტების სააგენტო (FSA) ეძებს მეთოდებს, რომლებიც ლაბორატორიაში მოყვანილი საკვები პროდუქტების, მარკეტებში გაყიდვის უფლების მინიჭების პროცესს დააჩქარებს.

ასეთი პროდუქტები მცირე ქიმიურ ქარხნებში უჯრედებისგან იქმნება. ბრიტანული კომპანიები ამ სფეროში მეცნიერულად ლიდერობენ, თუმცა არსებული რეგულაციები მათ აფერხებს.

გასულ თვეში, დიდ ბრიტანეთში პირველად გაიყიდა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცისგან დამზადებული ძაღლის საკვები.

2020 წელს, სინგაპური გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვა ადამიანის მოხმარებისთვის. 2023 წელს აღნიშნული ტიპის ხორცის გაყიდვა აშშ-შიც დაუშვეს. გასულ წელს, ისრაელმაც გასცა უფლება ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვაზე.

დღის ამბები