
ვინ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - ოპოზიციურ პარტიებში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.
"მაშინ, როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ასეთ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას ბუნებრივია აზრი არ აქვს. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური სპექტრში იქნება ერთიანი," - აცხადებს "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.
დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებში ახალი არჩევნების მოთხოვნის პარალელურად, გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვლენების განვითარებას ელოდებიან.
"ძლიერ საქართველოს" აქვს ორი მთავარი მოთხოვნა, ეს არის, პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. რაც შეხება მზადყოფნას არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტია მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის ყოველთვის და ახლაც გვაქვს მზადყოფნა ხელახალი არჩევნებისთვის, რაც გულისხმობს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას," - აღნიშნავს "ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა.
რაც შეეხება "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრებს, ბექა ლილუაშვილის თქმით, "ნებისმიერი არჩევნები, რომელზეც იქნება საუბარი, არის მნიშვნელოვანი შეცვლილ საარჩევნო გარემოში ჩატარდეს."
ავტორი: სიმონ შანავა