
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა "იუესაიდის" პროგრამების 83% ოფიციალურად აუქმებს. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.
როგორც მარკო რუბიომ X-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, გაუქმებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 5 200 კონტრაქტზე მეტი, რომლებშიც ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა. მარკო რუბიომ განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამები არ ემსახურებოდა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს.
რუბიო წერს, რომ კონგრესთან შეთანხმების შემდეგ, დარჩენილი პროგრამების მართვას სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს.
სახელმწიფო მდივანი მადლობას უხდის ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომლებმაც ისტორიული რეფორმის მისაღწევად დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს.