
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინეს. მინისტრმა დეპუტატებს უწყების გეგმები და განხორციელებული პროექტები გააცნო. კომიტეტზე აქცენტი გაკეთდა ონკოლოგიური დაავადებების მთავარ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და ბიუჯეტზე. მიხეილ სარჯველაძემ დროული სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სხდომაზე დეპუტატებმა კითხვებიც დასვეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო ფილტვის კიბოსთან ბრძოლის და აცრების ჩატარების საკითხიც.