10 მარტი 2025,   02:26
ვრცლად
პარიზთან ახლოს რკინიგზის ლიანდაგებზე 500 კილოიანი ბომბი იპოვეს - მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია

საფრანგეთში, პარიზთან ახლოს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, აუფეთქებელი ყუმბარა იპოვეს, რის გამოც Eurostar-ის მატარებლებმა ლონდონის და ყველა სხვა მატარებელმა ჩრდილოეთ საფრანგეთის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვიტეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, აუფეთქებელი ბომბი ლიანდაგებზე იპოვეს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სადგურს უკავშირდება.

პარიზის პოლიციის განცხადებით, მუშებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი მატარებლის ლიანდაგზე, პარასკევს დილის 4 საათზე, სენ-დენიში იპოვეს. სამართალდამცველების განმარტებით, შექმნილია უსაფრთხოების პერიმეტრი, რის გამოც სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია, როგორც შიდა ხაზებზე, ასევე საერთაშორისო გზებზეც.

საფრანგეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის განცხადებით, "მომსახურება სრულად შეჩერებულია დღეს დილიდან პარიზის პოლიციის პრეფექტურის მოთხოვნით". მათივე განმარტებით, სერვისები არ განახლდება "სანამ განაღმვის ოპერაციები არ დასრულდება".

მოწყობილობა რკინიგზის ხიდის შესაცვლელად შექმნილ სამშენებლო მოედანზე, ლიანდაგის შუაში იპოვეს. ბომბი 500 კგ-ს იწონის, მათ შორის, ასაფეთქებელი ნივთიერების წონა 200 კგ-ს შეადგენს.

დღის ამბები