
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალ საავტომობილო ხიდს აშენებენ. ეს ხიდი წაღვერის და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ქალაქის ტერიტორიაზე ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 800 000 ლარზე მეტია.