10 მარტი 2025,   02:28
ვრცლად
ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინასთან და რუსეთთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მათ უკრაინასთან და რუსეთთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

ტრამპის განმარტებით, უკრაინას სურს გარიგება, რადგან მათ არჩევანი არ აქვთ.

"ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინასთან. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს რუსეთთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. შესანიშნავი იქნებოდა ამ ორის ერთად მოყვანა, რომ აღარ მოგვიხდეს ასე საუბარი ბირთვულ იარაღზე. შესანიშნავი იქნებოდა, რომ ყველას შეგვეძლოს დენუკლეარიზაცია, რადგან ბირთვული იარაღის სიმძლავრე არის გიჟური. მე ვფიქრობ, რომ უკრაინას სურს გარიგება, რადგან მათ არჩევანი არ აქვთ. ასევე, ვფიქრობ, რომ რუსეთსაც სურს გარიგება, რადგან გარკვეულწილად, სხვა გზით, განსხვავებული გზით, რომელიც მხოლოდ მე ვიცი, არც მათ აქვთ არჩევანი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები