10 მარტი 2025,   01:55
ვრცლად
იტალიაში მაშველებმა, ორი დღის წინ ჩამონგრეული სახლის ნანგრევებიდან, 74 წლის ქალი ცოცხალი ამოიყვანეს

ორი დღის წინ მოულოდნელად ჩამონგრეული სახლის ნანგრევებიდან, იტალიის ქალაქ ბარში, მაშველებმა 74 წლის ქალი ცოცხალი ამოიყვანეს.

მისი პოვნა მაშველებმა დრონებისა და სამძებრო ძაღლების დახმარებით შეძლეს.

გადარჩენილი ხანდაზმული ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უსაფრთხოების მიზნით ევაკუირებულია ორ მეზობელ შენობაში მცხოვრები 80 ადამიანი. შენობის ნგრევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები