
"აშშ არ იბრძოლებს NATO-ს იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე," - ეს განცხადება ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან გააკეთა.
დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკა NATO-ს დატოვებას არ აპირებს, თუმცა აუცილებელია ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში სამართლიანი გარემო შეიქმნას.
ტრამპი ასევე აცხადებს, რომ NATO-ს მოკავშირეები არ იქნებიან მზად, დაიცვან შეერთებული შტატები, თუ ამერიკა პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.