10 მარტი 2025,   01:38
ვრცლად
ლიპყინულის გამო ქუთაისი-კურორტი საირმის გზის მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული

ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ქუთაისი-კურორტი საირმე) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღის ამბები