10 მარტი 2025,   00:13
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას "საარჩევნო უბანზე" შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - დაჭრილია ორი ადამიანი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას "საარჩევნო უბანზე" შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ერთი მათგანი გაწერეს, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევა ოკუპირებული გაგრის რაიონის, ქალაქ განთიადის სკოლაში მდებარე ე.წ. საარჩევნო უბანზე მოხდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს საარჩევნო ურნა, დოკუმენტები და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დევნის დროს, თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის შედეგად საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.

დღის ამბები