04 თებერვალი 2025,   22:55
ვრცლად
ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მეორე ტურში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მეორე ტურში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან. ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტურში შვეიცარიას გამანადგურებელი ანგარიშით 110-0 მოუგო, რაც ქართული რაგბის ისტორიაში რეკორდული შედეგია.

საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს შაბათს, 15 საათზე ავჭალის სტადიონზე შეხვდება. ჩვენი გუნდი, თებერვლის სანაკრებო პაუზაზე, კიდევ ერთ მატჩს გამართავს. 16 თებერვალს გუნდი სტუმრად ესპანეთს მადრიდში დაუპირისპირდება.

 

დღის ამბები