სახელისუფლებო პარტია, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შეტანის არგუმენტად სახელმწიფო ინტერესებს ასახელებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "ქართული ოცნების" მიზანი სწორედ საზოგადოების უფლებების მაქსიმალური დაცვაა.
კოდექსის ცვლილებებში კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს ხედავს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანმა პარლამენტს მოუწოდა, საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით არ განიხილოს. ცვლილებები გააკრიტიკეს ხელისუფლების ოპონენტებმაც.
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრევენციული ხასიათს ატარებს და ის პოტენციურ დამნაშავეებს ეხება. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მიზანი ქვეყანაში რევოლუციური სცენარებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების აღკვეთაა.
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების მიხედვით, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა, იზრდება ჯარიმებიც. ასევე, მესაკუთრესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, აიკრძალება შენობაში აქციის გამართვა.
მკაცრდება სანქციები პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, . ცვლილებები იქნება სისხლის სამართლის კოდექსშიც. სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება. მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადადის პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობა.