მოსკოვში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი ააფეთქეს. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ არმენ სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმაც.
მედია მომხდარს უკრაინის სპეცსამსახურებს უკავშირებს. უკრაინაში სარქისიანზე ძებნა 2014 წლიდან მკვლელობისთვის არის გამოცხადებული. ამას გარდა, უკრაინა არმენ სარქისიანს, იგივე არმენ გორლოვსკის ადანაშაულებდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასა და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის ხელშეწყობაში.
სარქისიანი მიჩნეული იყო უკრაინის დონეცკის რეგიონში ე.წ. სომხური ბატალიონის შემქმნელად. ეს დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ მყოფ კერძო სამხედრო კომპანია "რედუტს" ექვემდებარება.