05 თებერვალი 2025,   01:51
ვრცლად
"შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება...მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა" - "მოამბის" პროდიუსერი მაია ჭუჭულაშვილი

"შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება" - ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადა. 

მან ასევე განმარტა,  რომ თავისივე გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, უარი თქვა გამოშვების პროდიუსერბზე:

"მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი "მოამბის" პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. რა არის ამის მიზეზი - ძალიან ბევრი საუბარია სხდომებზე იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ. თუკი ვინმე საინფორმაციო სამსახურში, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე მითხოვია ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ასეთ ადამიანს "მოამბის" საინფორმაციო სამსახურში უბრალოდ ვერ ნახავთ.

შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება, ოღონდ ჩვენთან კი არა, მე კი არ მეუბნებიან - იქნებ, ვიღებ შენიშვნას; პირდაპირ ჩადიან, კიბეებთან დგანან და მიტინგს მიმართავენ, ეს თუ თანამშრომლობის ფორმად გესხებათ, მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა და არაფერი,"- განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა.

დღის ამბები