ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები პოლიტიკური შეფასებების თემაა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას ქვეყანაში "შიშის დათესვა" სურს.
"ქართულ ოცნებას" დღეს აქვს მცდელობა, ამ ქვეყანაში შიშის ფაქტორის დათესვით შეინარჩუნოს მოკლე პერიოდში ხელისუფლება. მაგრამ, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ამით ქართველ ხალხს შეაჩერებს. პირიქით, რაც მეტი რეპრესიული კანონმდებლობებით მოგვეპყრობიან, უფრო მეტად იქნება პროტესტი", - აცხადებს ლანა გალდავა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ამ კანონის გამკაცრება "დიქტატურის დაანონსებაა".
"ეს მორიგი ე.წ. კანონმდებლობის გამკაცრება სხვა არაფერი არ არის, თუ არა დიქტატურის დაანონსება. ქართველი ხალხი გააგრძელებს ამ ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის დაცვას", - აცხადებს თეონა აქუბარდია.