05 თებერვალი 2025,   01:01
ვრცლად
შვედეთის პოლიცია აცხადებს, რომ სკოლაში სროლის შედეგად, დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა

შვედეთის პოლიცია აცხადებს, რომ სკოლაში სროლის შედეგად, დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

პოლიციის ცნობითვე, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ დაღუპულია.

შვედეთში, პოლიციის ცნობით, ცენტრში მდებარე საგანმანათლებლო ცენტრში, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს.

პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არის და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და სთხოვა, თავი შეიკავონ შემთხვევის ადგილისკენ გადაადგილებისგან.

დღის ამბები