05 თებერვალი 2025,   01:34
ვრცლად
იაგო ხვიჩია - საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი, სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს - ბუნებრივად "გაიჩითა", რომ "ენჯეოშნიკობა" ნიშნავს რაღაცა ტიპის ტყუილს

"საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს," - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია youtube გადაცემაში საუბრობს.

იაგო ხვიჩია საუბრობს, რას გულისხმობს ენჯეო, საიდან მოდის ის და რეალურად რა საქმიანობას ეწევა.

"ენჯეო იგულისხმება, როგორც ამერიკელების, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორების, რომელსაც ჩვენ რაღაც დახმარება ვთხოვეთ, გავლენის ინსტრუმენტები ქვეყანაში, რომ მათ რაღაც მათთვის სწორი იდეოლოგია გაავრცელონ საქართველოში. პოლიტიკურ-საქველმოქმედო, რომელსაც შენ ავრცელებ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური კულტურა დაბალია და ცივილიზაციის შეტანა გინდა. ზოგადად, იდეა შეიძლება კეთილშობილურია, მაგრამ საქართველოს რეალობაში, რაც ფიზიკურად მოხდა, საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს.

შეიძლება თავიდან უკეთესი სელექცია იყო, მერე ვიღაცა პირობითად მიშამ წაიყვანა თავის დროზე ბიუროკრატიაში და.ა.შ. მიშამ დედა უტირა ენჯეოებს, თუ ვინმემ საბოლოო ჯამში საქართველოში დედა უტირა, ეგ იყო მიშა და მერე უკვე ქოცებმა ბოლომდე დედა უტირეს... ენჯეოში არასდროს არ ხდებოდა სწორი განახლება. საბოლოო ჯამში, გააერთიანა იმან, რომ დასავლეთიდან დონორები აფინანსებენ და ინგლისური იციან. ასეთი ტიპის სელექცია იყო. მაგრამ, ამას დაემატა ვიღაცა ლგბტ უფლებების დამცველი, საერთო შეხვედრები, საერთო კონფერენციები ა.შ. და უცბად „გაიჩითა, რომ სხვა საზოგადოებაა, ის საზოგადოება, რომლის ნაწილი აღმოჩნდა ტელევიზიებში, ნაწილი პოლიტიკურ პარტიებში, ნაწილი სადღაც და აღმოჩნდა, რომ ესენი სარგებლობენ დასავლეთის მხარდაჭერით და დასავლეთი საკუთარი მძლავრი მხარდაჭერით, აცოცხლებს ხალხს, რომელიც არ არის შესაბამისი ქართული მენტალობისთვის და არც ამერიკულ მორალზე აქვთ მაღალი წარმოდგენა. ბუნებრივად “გაიჩითა”, რომ ენჯეოშნიკობა ნიშნავს რაღაცა ტიპის ტყუილს. სადღაც იტყუებიან, ან ანგარიშის შევსების დროს, გრანტებს რომ ავსებენ, ან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პროცესში იტყუებიან. რაღაც თვალსაზრისით, შენ ხარ ტიპი, რომელსაც ვიღაცასთან დალაგებულია, რაღაცნაირად ფინანსდება და სულ იტყუება,“- ამბობს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები