05 თებერვალი 2025,   00:56
ვრცლად
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე მუშაობა გრძელდება - ჩასატარებელი სამუშაოებისთვის სამშენებლო მოედანი უკვე მზადდება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე მუშაობა გრძელდება. დანიის სამეფოში, ქალაქ კოპენჰაგენში ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირება უკვე ჩატარდა. სამუშაოები იმ საბოლოო ვერსიას დაადგენს, რომელიც ნავსადგურში აშენდება და ტალღის მიმართ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგრადობას უზრუნველყოფს.

ტესტირებას, ცნობილი კომპანია DHI ახორციელებს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ტალღის მჭრელის დიზაინის საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდება.

შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე საუბრობს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი. ზურაბ სიჭინავას განცხადებით, პროექტირებისთვის ისეთი მოდელი შემუშავდება, რომელიც ანაკლიის პორტისთვის საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს.

ანაკლიაში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის სამშენებლო მოედანი უკვე მზადდება. კვლევების დასრულების შემდეგ, საზღვაო აკვატორიაში საჭირო ინფრასტრუქტურას, კონტაქტორი კომპანია "იანდენულ ენვისი" მოაწყობს.

ანაკლიის პორტის პროექტის განმახორციელებელ ერთობლივ კომპანიაში, საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი 51, ხოლო კონსორციუმის - 49 პროცენტი იქნება.

დღის ამბები