"43 მილიონი დაუხარჯიათ და რანაირად მოახერხეს რომ 1000 ლარიც არ დაგვახარჯეს ჩვენ," - ეს განცხადება "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ USAID-ის შესახებ საუბრისას გააკეთა.
საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც ცნობილია, რომ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დონორის ბიუჯეტი დაახლოებით 43-მ მილიარდ დოლარს შეადგენს.
"43 მილიონი დაუხარჯიათ და რანაირად მოახერხეს რომ 1000 ლარიც არ დაგვახარჯეს ჩვენ. მართლა ერთადერთი პრო ამერიკული პარტია ვიყავით, ბოლოს და ბოლოს წინასაარჩევნოდ ტრამპის ერთადერთი ღია მხარდამჭერები. ასეთი რა "იჩალიჩეს", რომ 43 მილიონი ისე დახარჯეს, კაპიკიც არ მოვიდა ჩვენამდე. რა კრიტერიუმებით ხდება ეს," - ამბობს იაგო ხვიჩია.