01 თებერვალი 2025,   21:58
ვრცლად
არსებობს შანსი, რომ დედამიწას მომდევნო ათწლეულში დიდი ასტეროიდი დაეჯახოს

არსებობს შანსი, რომ დედამიწას მომდევნო ათწლეულში დიდი ასტეროიდი დაეჯახოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

NASA-ს ცნობით, დიდმა ასტეროიდმა შესაძლოა დედამიწასთან საკმარისად ახლოს გაიაროს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და არსებობს შანსი, რომ პლანეტას დაეჯახოს.

NASA-ს დედამიწის ახლომდებარე ობიექტების კვლევის ცენტრის თანახმად, კოსმოსური კლდე, სახელად 2024 YR4 -130 ფუტიდან 330 ფუტის დიამეტრს შორის არის და შესაძლოა დედამიწას ის 2032 წელს დაეჯახოს.

მაგრამ,  კოსმოსური ექსპერტების აზრით, ალბათობა დაბალია და შანსი მხოლოდ 1.3%-ია, რომ ასტეროიდმა პლანეტაზე პირდაპირი ზემოქმედება მოახდინოს 2032 წლის 22 დეკემბერს.

დღის ამბები