მომავალ კვირაში განისაზღვრება დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გრაფიკი და მიმართულებები. მუშაობის პერიოდში დაგეგმილია მოწმეების, მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაბარება და გამოკითხვა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წვერი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "ძალიან მალე შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც სააშკარაოზე გამოიტანს და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ცალსახად ნათელს გახდის იმ უმძიმეს დანაშაულებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში 2012 წლამდე ჩაიდინა":
"2012 წლის შემდგომ, ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, რომელიც 2012 წლამდე უამრავ დანაშაულს ჩადიოდა საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან, იყო გასამართლებული. არის 100-მდე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი, სადაც პირდაპირ არის დადასტურებული "ნაციონალური მოძრაობის" სისტემური დანაშაული, რასაც ის სჩადიოდა საქართველოში. თუმცა, საბოლოოდ
მაინც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულს, თავისი სახელი არ დაერქვა დღემდე. პარლამენტში, ძალიან მალე შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც სააშკარაოზე გამოიტანს და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ცალსახად ნათელს გახდის იმ უმძიმეს დანაშაულებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში 2012 წლამდე ჩაიდინა,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.