"დანერგე მომავალი" პროექტის ხელშეწყობით, საქართველოში კაკლოვანი ნედლეულის წარმოების გაზრდამ, მისი გადამუშავების და შენახვისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროება გააჩინა. გამოწვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაერთო და ამ დროისთვის ქვეყანაში კაკლის და ნუშის 10 გადამამუშავებელი და 15 ერთეული შემნახველი საწარმო ფუნქციონირებს. მხოლოდ გასულ წელს ობიექტებმა 750 ტონაზე მეტი, ადგილობრივ ექსპორტზე გასატანი ნედლეული გადაამუშავეს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია "ანიგოზია", რომლის აშენება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, 600 000 ლარის თანადაფინანსებით განხორციელდა.
დღეს უკვე, ქართული წარმოების უმაღლესი პროდუქტი გადის, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე. გასულ წელს პროდუქციის რაოდენობამ რეკორდი მოხსნა - ღირებულებამ კი 2 მილიონ 500 000 დოლარს გადააჭარბა. კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე პოტენციურ მომხმარებლის მოსაზიდად და საკუთარი პროდუქციის ცნობადობის გასაზრდელად, გამოფენებში მონაწილეობისთვის სოფლის განვითარების სააგენტო ეხმარება. კაკლისა და ნუშის მწარმოებელთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში კაკლოვანი კულტურის განვითარების მეტი პოტენციალია და მიზნის მიღწევაში, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას გადამწყვეტად მიიჩნევენ.
არაერთი პროგრამა, რომელიც ფერმერებსა და კომპანიებს ეხმარება, სოფლის განვითარების სააგენტოს ეკუთვნის. სააგენტომ კაკლოვანი კულტურის განვითარებისთვის ათობით მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა. შეღავათიანი აგრო კრედიტის, დანერგე მომავლის და ინფრასტრუქტურის შექმნისთვის არსებული პროექტები გრძელდება და მოქალაქეებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომია.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოდან კაკლის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 4-ჯერ, ხოლო ნუშის ექსპორტის 140%-ით გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებს შორისაა იტალია, თურქეთი, უზბეკეთი, რუსეთი და ალბანეთი. დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომდევნო წლებში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.