"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციამ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმოქმედა და ქვეყნის ინტერესები განზრახ დააზიანა. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, სადაც ხელახალ არჩევნებზეა საუბარი, დოკუმენტის შინაარსი "ქართული ოცნებისთვის" უსამართლოა.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიცია მორიგ ჯერზე, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის
"ეს უსამშობლოები, აქ ადგილობრივები ვინც გვყავს ე.წ. რადიკალების ოპოზიცია, როგორ მორიგ ჯერზე, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არიან. როთებს და გონჩარენკოებს ვეძახი. გონჩარენკო ხომ იცით რომელიც არის? პარტია არ არის დარჩენილი, გამოვლილი არ ჰქონდეს უკრაინის რადაში. ჯერ იანუკოვიჩთან იყო, შემდეგ პრეზიდენტთან, ახლა ამ პრეზიდენტთან, მერე ცემეს, მერე გააპანჩურეს, ისევ უკან დაბრუნდა. ასეთი ადამიანი ჰყავდათ ამათ სპიკერად და პარტნიორად. გონჩარენკოები ხართ თქვენ თავიდან ბოლომდე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვით დღენიადაგ. ჩვენ ულტიმატუმებს და მუქარებს არავის გავუტარებთ. იცით თქვენ, რომ საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ უარი ვთქვით სანამ ხდება ასეთი დაშანტაჟება," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.