ავჭალის სტადიონზე საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით - 42:0 დასრულდა.
"რაგბი ევროპის" 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ქართველი მორაგბეების მეტოქე ტურნირის დებიუტანტი შვეიცარიის ეროვნული გუნდია.
შვეიცარიელებთან თამაშის შემდეგ ქართველი მორაგბეები 8 თებერვალს ნიდერლანდების გუნდს მიიღებენ, 16 თებერვალს კი სტუმრად ესპანელებთან ითამაშებენ.