საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კიდევ ერთ ვალდებულებას ასრულებს. ქვეყანა ერთიანი სატრანზიტო სისტემის ნაწილი გახდა. დღეიდან, ტვირთის გადაზიდვისთვის საკმარისი მხოლოდ ერთი დეკლარაცია და გარანტია იქნება.
გადაწყვეტილება რომ ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური მნიშვნელობისაა, ამასთან დაკავშირებით საუბრობენ ექსპერტები. ამბობენ, რომ სიახლე ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის.
საზღვრის კვეთის გამარტივებული წესები, ორგანიზებული გადაზიდვები, დაზოგილი დრო და ფინანსური რესურსი- ეს იმ უპირატესობის მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ექსპორტიორები, იმპორტიორები და საბაჟოს ფორმალურ პროცედურებში ჩართული პირები ისარგებლებენ.
ერთიანი სატრანზიტო სისტემა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და ჯამში, 36 ქვეყანას აერთიანებს. ჩამონათვალშია თურქეთი, სერბეთი, მაკედონია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთიც.