01 თებერვალი 2025,   20:03
ვრცლად
"მოინდომეს, რომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ახალი არჩევნები დაგვინიშნონ, იმიტომ რომ რამენაირად, გაათრიონ დამარცხებული პოლიტიკური ძალების ინტერესი და მოიყვანონ ხელისუფლებაში" - ირაკლი ქადაგიშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია თბილისში ისევ განხილვის თემაა. მმართველი გუნდი ოპონენტებს საქართველოს წინააღმდეგ გამიზნულ ქმედებებში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ოპოზიციამ PACE-ში ოპონენტებმა და მათმა დასავლელმა მოკავშირეებმა ქვეყნის ინტერესები განზრახ დააზიანეს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ

"ჯერ აღიარეს ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, მაგრამ შემდეგ მოინდომეს, რომ ასეთი შანტაჟი მომხდარიყო. აქ ქვეყნის სუვერენულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ პოლიტიკაში უხეში ჩარევაა. მოინდომეს, რომ ყოველგვარი არგუმენტის, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ახალი არჩევნები დაგვინიშნონ. იმიტომ რომ რამენაირად, გაათრიონ დამარცხებული პოლიტიკური ძალების ინტერესი და მოიყვანონ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არანაირი პოლიტიკური საფუძველი და არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები