არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით პროკურატურის შუალედური გამოძიების ანგარიშს "ხალხის ძალის" წევრი გამოეხმაურა. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
"ეს არის სამართლებრივი წერტილი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელმეორედ ფიზიკურად ვერ მოხდებოდა ხმის მიცემა. თვითონ ხომ მისცეს ხმა და თვითონ ხომ უნდა განეცადა ან ზეწოლა ან ფარულობის დარღვევა ან გაყალბება. ვერაფერი ვერ დაამტკიცეს, საღამოს შამპანურები გახსნეს მოგებასთან დაკავშირებით. თუ გაყალბდა, საღამოს ხომ უნდა სცოდნოდა ყველას და ხომ უნდა ეგრძნო თავის თავზე. აქედან გამომდინარე, ნახეს, რომ წააგეს, მერე შემოატრიალეს და თქვეს, რომ რაღაც გაყალბდა.
ვერ დაამტკიცეს, იმიტომ, რომ არ იყო ამის მტკიცებულება. ეუთო/ოდირმაც ობიექტურად დასკვნა დაწერა, რომ გარკვეული მცირედი ხარვეზების გარდა არ ყოფილა არანაირი დარღვევები. იგივე ეხება პროკურატურას, როდესაც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, არ მიიტანეს მტკიცებულებები, არ იყო და რას მიიტანდნენ და ბევრმა მათგანმა საერთოდ არც ითანამშრომლა გამოძიებასთან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.