ამ წუთებში დაპირისპირებაა ბათუმში. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ ადგილიდან განარიდა ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე.
აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. გუშინ კი შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ""ბათუმელების"" დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს.
ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, პოლიციის განყოფილებაში რჩება კიდევ 8 პირი, რომლებსაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ხმაური და დაპირისპირება კი სამხარეო ადმინისტრაციასთან გვიან ღამით დაიწყო.
სამართალდამცველებმა სულ 12 ადამიანი დააკავეს მოგვიანებით კი 4 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ შორის, ერთ-ერთი "ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი იყო, რომელიც მეორედ უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აიყვანეს.