საქართველო პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის მასპინძელია. ჩვენი ქვეყანა KARATE 1 - Serie A-ს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. მხარდამჭერი სპორტის სამინისტრო და კარატეს ეროვნული ფედერაციაა.
საერთაშორისო ტურნირში 87 ქვეყნის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის პირველ დღეს, პრიზიორები "თბილისი არენაზე" სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა. უწყების ხელმძღვანელმა სამუშაო შეხვედრა გამართა მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტთან და სამსაჯო კომიტეტის უფროსთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
თბილისში მიმდინარე ტურნირი 2025 წელს კარატეს მსოფლიო ფედერაციის პირველი ღონისძიებაა და ჩვენი ქვეყანა პრესტიჟულ ტურნირს მომავალი ორი წლის განმავლობაშიც უმასპინძლებს.
ამჯერად საქართველოს ღირსებას ტურნირზე 20 სპორტსმენი იცავს. ჩემპიონატი 12 იანვარს დასრულდება.